თეა წულუკიანი „ნაცმოძრაობაზე“: ის პარტიული რესურსიც აღარ აქვთ, საზოგადოებას მაინც რომ აჩვენონ ერთიანი ფასადი, ეს პარტიული ორგანიზაცია ჩამონგრეულია

თეა წულუკიანი „ნაცმოძრაობაზე“: ის პარტიული რესურსიც აღარ აქვთ, საზოგადოებას მაინც რომ აჩვენონ ერთიანი ფასადი, ეს პარტიული ორგანიზაცია ჩამონგრეულია

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პარტიული ორგანიზაცია ჩამონგრეულია. მისი თქმით, პარტიაში მყოფები აღარც კი მალავენ, რომ ერთმანეთს ებრძვიან.

„უკვე რამდენიმე ხანია, ეს ახალი აღარ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სერიოზული დაპირისპირება, რომ ჩამონგრეულია ეს პარტიული ორგანიზაცია. მე, როგორც პარტიაში მომუშავე ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ ფუნქციონირებს პარტიული სტრუქტურა, როგორაა ის აგებული და რას ჰქვია, ზოგადად, პოლიტიკური ორგანიზაცია, ვთვლი, რომ ეს უკვე აღარ არის პარტია. ამ პარტიაში ნამყოფი ადამიანები, ცალ-ცალკე დაქსაქსული, უკვე თვითონ აღარ მალავენ, რომ ერთმანეთს ებრძვიან და ის პარტიული რესურსიც აღარ აქვთ, რომ საზოგადოებას მაინც აჩვენონ ერთიანი ფასადი ან სახლი. შესაბამისად, საქმე აღარ უნდა გვქონდეს უკვე კრიზისთან, არამედ რაღაც ტიპის დასასრულთან. სხვა მხრივ, ანალიზისთვის დიდად საინტერესო ეს არ არის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.