მთავარ კითხვაზე, თუ ვისია მიშა, პასუხი არის ის, რომ იგი არ არის საქართველოსი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
„რუსული კვალი სააკაშვილში ყოველთვის ჩანდა, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ გაამყარა მისმა დედამ, გიული ალასანიამ. მთავარ კითხვაზე, თუ ვისია მიშა, გამოვიყენოთ მისივე პასუხი, რომ ის არ არის საქართველოსი. თუ აწყობს დასავლეთი, მოემსახურება დასავლეთს, თუ აწყობს რუსეთი, რუსეთს. ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ბრძოლის საკითხი იყოს. თუკი ნიკანორ მელია ჩანაწერებში არ ერიდება საკუთარი ლიდერის იმდაგვარ გინებას, რაც ჩვენ მოვისმინეთ და ამ ჩანაწერს შიდა მოხმარების მეორე მხარე დაატარებდა და მის წინააღმდეგ იყენებდა, რატომ არ შეიძლება, რომ იგივე ნიკანორ მელიამ გამოიყენა ეს ჩანაწერი, ამჯერად უკვე მის სასარგებლოდ გამოიტანოს და აჩვენოს, რომ მიხეილ სააკაშვილის დედა ასაბუთებს იმას, რომ რუსული ინტერესი არის ძალიან დიდი“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
აუდიომასალა, რომელიც, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა ჩაწერილი, „რუსთავი2-ს“ წყარომ მიაწოდა. ჯერჯერობით ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.