დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი „მდიდარ ენჯეოებზე“: როდესაც საუბრობენ განსხვავებული აზრის პატივისცემასა და ტოლერანტობაზე, 7 იანვარს კი აღარ ულოცავენ ხალხს შობის დღესასწაულს, ეს არ ჯდება არც ქრისტიანობაში და არც ტოლერანტობაში

დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი „მდიდარ ენჯეოებზე“: როდესაც საუბრობენ განსხვავებული აზრის პატივისცემასა და ტოლერანტობაზე, 7 იანვარს კი აღარ ულოცავენ ხალხს შობის დღესასწაულს, ეს არ ჯდება არც ქრისტიანობაში და არც ტოლერანტობაში

როდესაც ერთი მხრივ საუბრობენ ტოლერანტობაზე, ცივილურობაზე, განსხვავებული აზრის, შეხედულებების და ტრადიციების პატივისცემაზე, ეს ადამიანები ასეთ კატეგორიულობას იჩენენ, რომ 7 იანვარს აღარ ულოცავენ ხალხს შობის დღესასწაულს, ეს არ ჯდება არც ქრისტიანობაში და არც ტოლერანტობაში, - ასე შეაფასა დეკანოზმა ლონგინოზ სუარიშვილმა ე.წ. მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებები, რომლებმაც ქართველ ხალხს 7 იანვარს შობის დღესასწაული არ მიულოცეს.

„ჩვენს მოძმე ეკლესიებს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს შობას, ვულოცავთ, მათ შორის ეკლესიის მაღალი იერარქები სპეციალური წერილებით ულოცავენ შობის დღესასწაულს, ისინიც, შესაბამისად, 7 იანვარს ასევე გვილოცავენ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ასეთი კატეგორიული მიდგომა, როდესაც ერთი მხრივ საუბრობენ ტოლერანტობაზე, ცივილურობაზე, განსხვავებული აზრის, შეხედულებების და ტრადიციების პატივისცემაზე, ეს ადამიანები ასეთ კატეგორიულობას იჩენენ, რომ 7 იანვარს აღარ ულოცავენ ხალხს შობის დღესასწაულს, ეს არ ჯდება არც ქრისტიანობაში და არც ტოლერანტობაში“, - აცხადებს დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი.

ე.წ. მდიდარმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მართლმადიდებლებს 7 იანვარი, ქრისტეს შობის დღესასწაული არ მიულოცეს. ეს იმ დროს, როცა 25 დეკემბერს მათ ოფიციალურ გვერდებზე ქრისტეს შობის მისალოცი არაერთი პოსტი გამოაქვეყნეს.

ლაზი არ არიან ეგენი არც ქართველები და არც მართლმადიდებლები. იმთავითვე გამიჯნულები არიან ყოველივე ქათულისაგან. მაგათთვის მხოლოდ დამფინანსებლები და მათი ინტერესები არსებობს და დაანებეთ თავი. საერთოდ თუ არ მიაქცევთ ყურადღებას, უკეთესი იქნება. მაგათი არსებობა თქვენგან მაგათ ხსენებაზეა დამოკიდებული. თუ ყურადღებას არავინ მიაქცევთ, პატრონებიც ნელნელა მიივიწყებენ და მინავლდებიან.
2 წლის უკან