ანზორ მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ დანიშნულ არჩევნებზე: მარტში უნდა ყოფილიყო, რა აუცილებელი იყო ამ პერიოდში, ახლა ამ არჩევნების დანიშვნა - ხალხი დააქუცმაცეს

ანზორ მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ დანიშნულ არჩევნებზე: მარტში უნდა ყოფილიყო, რა აუცილებელი იყო ამ პერიოდში, ახლა ამ არჩევნების დანიშვნა - ხალხი დააქუცმაცეს

ყველა, ვინც ერთობას არღვევს - მოღალატეა, - ამის შესახებ ანზორ მელიამ „ქრონიკას“ სატელეფონო ჩართვის დროს განუცხადა.

„გაბრაზებული ვიყავი იმიტომ, რომ არჩევნები მარტში უნდა ყოფილიყო, რა აუცილებელი იყო ამ პერიოდში, ახლა ამ არჩევნების დანიშვნა. დასხდნენ ერთად, გაარკვიონ ყველაფერი ერთმანეთში - ხალხი დააქუცმაცეს“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არჩევნებამდე რამდენიმე კვირა რჩება. თავმჯდომარის თანამდებობა ერთია, მსურველი კი ოთხი - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.