მარგველაშვილი: როდესაც გამიუქმეს ყველა კვოტა, რაც სხვა პრეზიდენტებს ჰქონდათ, ან დაცვა, რომელიმე ელჩმა თქვა, რომ მიუღებელია?!- არა!

მარგველაშვილი: როდესაც გამიუქმეს ყველა კვოტა, რაც სხვა პრეზიდენტებს ჰქონდათ, ან დაცვა, რომელიმე ელჩმა თქვა, რომ მიუღებელია?!- არა!

არ მახსოვს, რომელიმე ელჩს ეთქვას: „ღმერთო ჩემო, ეს რა უბედურება ხდება“- ქვეყნის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა, რომ "ქართველები ასეთი ტიპები არიან, აირჩევენ ადამიანს და მას დევნიან", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„მე არ მახსოვს აღშფოთება, თუნდაც მაშინ, რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა, რა დაპირისპირებაც იყო, მუდმივი თავდასხმის და მუქარის პროცესი. არ მახსოვს, რომელიმე ელჩს ეთქვას: „ღმერთო ჩემო, ეს რა უბედურება ხდება“. ძალიან იოლად მიიღეს და თქვეს: "ქართველები ასეთები არ ხართ? ერთი პრეზიდენტი მოკალით"... სამწუხაროდ, ამას ძალიან იოლად უყურებდნენ. არ მახსოვს, ამის გამო, ელჩების აღშფოთება. მათ დიდი ხანია, რაც ჩამოიყალიბეს კომფორტული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომ „ეს ხალხია, ეს არის მათი ტრადიცია, რა უნდა ჩავერიო, ასეთი ტრადიციაა“. ასე იქცევიან საკუთარ პრეზიდენტებს. როდესაც გამიუქმეს ყველა კვოტა, რაც სხვა პრეზიდენტებს ჰქონდათ, ან დაცვა, რომელიმე ელჩმა თქვა, რომ მიუღებელია?!- არა! ქვეყნის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა,"ეს ქართველები ასეთი ტიპები არიან, აირჩევენ ადამიანს და მას დევნიან". არც მგონია, ახლა აღშფოთება გამოხატონ ელჩებმა, ან პარტნიორებმა“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

არაგველი641 კუმ ფეხი გამოყო!!!
2 წლის უკან
ცუგო- ამ აფირისტმა მგონი დაიჯერა, რომ იგი ხალხმა აირჩია :)))
2 წლის უკან
ცუგო- ივანიშვილის არჩევანს მისცა ხმა ხალხმა, გაიგე შე თაღლითო?!
2 წლის უკან
Maverick ეს კუტა, ჭუჭუდ ჩამოყალიბებულა! იმასაც ვერ ხვდება, რომ მისმა არასწორმა ვეტო-"კრედოებმა", ქმედებებმა, მისგან გალანძღულმა ერმა, მას დამსახურებულად უკანვე დაუბრუნა!
2 წლის უკან