თამთა მეგრელიშვილი შალვა ხაჭაპურიძეზე: გგონიათ არ იცის, რომ  სამხარაულის ბიურო იუსტიციის სამინისტროს არ ექვემდებარება? ძალიან კარგად იცის, მაგრამ საზოგადოებას ატყუებს

თამთა მეგრელიშვილი შალვა ხაჭაპურიძეზე: გგონიათ არ იცის, რომ  სამხარაულის ბიურო იუსტიციის სამინისტროს არ ექვემდებარება? ძალიან კარგად იცის, მაგრამ საზოგადოებას ატყუებს

„ამდენი სისულელე და ტყუილი არავის უკადრია, რასაც ეს კადრულობს“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეზე.

მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „პენიტენციური სამსახური არის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში. იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია ფაქტობრივად სამხარაულის საექსპერტო ბიუროც.“

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ხაჭაპურიძემ ძალიან კარგად იცის, რომ სამხარაულის ბიურო იუსტიციის სამინისტროს არ ექვემდებარება, უბრალოდ საზოგადოებას ატყუებს.

„ადვოკატი კაცია , როგორც თავად ამბობს . უბრალოდ ამდენი სისულელე და ტყუილი არავის უკადრია, რასაც ეს კადრულობს. თქვენ გგონიათ არ იცის, რომ სამხარაულის ბიურო იუსტიციის სამინისტროს არ ექვემდებარება? ძალიან კარგად იცის, მაგრამ საზოგადოებას ატყუებს!!!“- წერს მეგრელიშვილი.

Aburjga Tasmanieli ამას ადრეც ჰქონდა ასეთი გაუკუღმართებული მიდრეკილებები!
1 წლის უკან