„ქართული ოცნების“ რეიტინგი არის რეკორდულად მაღალი არასაარჩევნო პერიოდში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს პოლიტიკას საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ემხრობა და აფასებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.
„ოპოზიცია არ ენდობა, თუმცა დიდი ინტერესით აკვირდება კვლევებს, რომლებიც ასახავს რეალობას. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის რეკორდულად მაღალი არასაარჩევნო პერიოდში. როგორც იცით, საარჩევნო პერიოდში რეიტინგების ზრდა არ არის უჩვეულო ამბავი, რადგან კამპანიას და სხვა ფაქტორებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, მაგრამ არასაარჩევნო პერიოდში ეს მაჩვენებელი ნამდვილად რეკორდულია, რაც ნიშნავს იმას,
რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ემხრობა, აფასებს და ის არის მშვიდობის, განვითარების, სტაბილურობის, რეალურად ევროპისა და იმ პროექტებისკენ, რომლებიც განხორციელდა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ელექტროსადენთან დაკავშირებით იცით, რომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მივიღეთ ევროპასთან და ევროპის ქვეყნებთან ერთად. ეს არის მთავარი ინდიკატორი, რაც კვლევებთან ერთად ადასტურებს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას იმ პოლიტიკისა და გუნდის მიმართ, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს. რაც შეეხება რეიტინგებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი არის დაკლებული, „ქართული ოცნების“- მომატებული და სხვა პარტიები პრაქტიკულად არიან იმ მოცემულობის მიღმა, რაზეც ისინი დღენიადაგ საუბრობენ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
GORBI-ს მიერ გამოკითხული რესპონდენტების 81% ამბობს, რომ ემხრობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას, არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/