"9 წელი როგორი მონაც იყავი, ისეთ მონად დარჩი", - ასე მიმართა პარლამენტის დერეფანში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ანი წითლიძემ ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულ ვიქტორ ჯაფარიძეს.
ვიქტორ ჯაფარიძემ დღეს, 13 დეკემბერს პარლამენტში სააკაშვილზე თქვა: "მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში".
ანი წითლიძემ ჯაფარიძეს არაკაცი უწოდა და შეახსენა, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ის მის სადღეგრძელოებს სვამდა.
"არაკაცი ნაძირალა ხარ. არაკაცი ხარ. შენ როგორ ბედავ, რომ საერთოდ ხმა ამოიღო პრეზიდენტზე? როგორ ბედავ, შე რუსების მონავ. ნაძირალა არაკაცი ხარ, ვიქტორ ჯაფარიძე. მიხეილ სააკაშვილს წითელ ხალიჩას უგებდი, მესტიაში რომ ჩამოდიოდა. მონა იყავი, მის სადღეგრძელოებს სვამდი, შე ნაძირალა", - მიმართა ანი წითლიძემ ვიქტორ ჯაფარიძეს.
ვიქტორ ჯაფარიძემ კვლავ გაიმეორა, რომ არ ადარდებს და არ ეცოდება მიხეილ სააკაშვილი.