გიორგი ვოლსკი: აშკარად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის გაღატაკებული, როგორც პოლიტიკური სუბიექტი და ჩამოყალიბდა, როგორც დესტაბილიზაციის შემქმნელი გუნდი

გიორგი ვოლსკი: აშკარად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის გაღატაკებული, როგორც პოლიტიკური სუბიექტი და ჩამოყალიბდა, როგორც დესტაბილიზაციის შემქმნელი გუნდი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ინტელექტის დეფიციტი არის მთავარი პრობლემა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია.

იგი პარტიაში კლანების ბრძოლის საკითხს გამოეხმაურა.

„ინტელექტის დეფიციტი არის მთავარი პრობლემა, რომელიც გააჩნია კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. აშკარად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის გაღატაკებული, როგორც პოლიტიკური სუბიექტი და ჩამოყალიბდა, როგორც დესტაბილიზაციის შემქმნელი, მსურველი, ყოველ შემთხვევაში, გუნდი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

Aburjga Tasmanieli ნაცმოძრაობა თუ გაღატაკებულია და თუ არაფერს წარმოადგენს რატომ ლაპარაკობთ სულ მაგათზე, მაგათ ნათქვამ ყველა სიტყვას და ნაბიჯს განიხილავთ, ხან ასე შემოატრიალებთ და ხან ისე?! რაშია საქმე, ყველა როგორ ხართ დანევროზებული?!
1 წლის უკან