დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული უსაფრთხოების მოაჯირების რეაბილიტაციას განაგრძობს.
ამ ეტაპზე, სამუშაოები დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-14 და მეექვსე კვარტლის მე-15 კორპუსებთან დასრულდა.
კონტრაქტორმა კომპანიამ მოაჯირების დაზიანებული ელემენტები აღადგინა და შეღება.
აღნიშნული სამუშაოების განხორციელებისთვის დიდუბის რაიონის გამგეობამ 5 000 ლარი გამოყო.