დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
ამ ეტაპზე, ასფალტის საფარი კედიას ქუჩის N10-სა და დიდუბის მესამე შესახვევში მოწესრიგდა.
სამუშაოების მიხედვით, აღნიშნულ მისამართებზე ასფალტის საფარი 1573 კვ.მ ფართობზე დაიგო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 99 649 ლარი გამოიყო.
ასფალტის მოწესრიგებამდე, დიდუბის რაიონის გამგეობამ კედიას ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა მოაწყო, ხოლო დიდუბის მესამე შესახვევში წყალარინების სისტემა მოაწესრიგა, რომლის გაუმართაობა მოსახლეობას წლების განმავლობაში დისკომფორტს უქმნიდა.