თეა წულუკიანი: პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული, სასამართლო რას გააკეთებს, არამედ როდესაც მას მიმართავენ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, გააკეთოს განცხადება, როგორია მისი პოზიცია​ შეწყალებასთან დაკავშირებით

თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის შესახებ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტს მოუწოდებს განცხადებები ამ თემაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააკეთოს.

„საქართველოს პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული, სასამართლო რას გააკეთებს, არამედ როდესაც მას მიმართავენ, მისი კომპეტენციის ფარგლებში თვითონ გააკეთოს განცხადება მისი პოზიცია როგორია შეწყალებასთან დაკავშირებით. სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავის საქმეს მიხედავს. მთავარია კითხვა პრეზიდენტთან - ეთანხმება თუ არა ის, რომ შეიწყალოს მოცემული პატიმარი. ეს გვაინტერესებს საზოგადოებას. მისი პასუხი იყო მკვეთრად უარყოფითი და იმედი მაქვს, რომ ეს მკვეთრად უარყოფითი პასუხი კვლავ ძალაშია“, - აცხადებს წულუკიანი.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში. ზურაბიშვილის განცხადებით, მას დიდი იმედი აქვს, რომ ამ შეთხვევაში სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იქნება.