ვლადიმერ პაპავა: ვირუსებთან დაკავშირებით არ არის პანიკის საფუძველი, თერაპიული სტაციონარი გადატვირთული არ არის

ვლადიმერ პაპავა: ვირუსებთან დაკავშირებით არ არის პანიკის საფუძველი, თერაპიული სტაციონარი გადატვირთული არ არის

ჰოსპიტალიზაციის გადაუდებელი ჩვენება არის გახანგრძლივებული ცხელება, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე, სუნთქვის უკმარისობა და საერთო სისუსტე, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ვლადიმერ პაპავამ სეზონურ ვირუსებზე საუბრისას განაცხადა.

„მოსახლეობას ამ ეტაპზე გავაფრთხილებთ, რომ ეს არ არის პანიკის საფუძველი. ჯობს, რომ დარჩეთ სახლში, მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე და იყოთ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენს კლინიკაში 24-საათიანი მიღების რეჟიმში ვმუშაობთ და არანაირი პანიკის საფუძველი არ არის. ადგილები არის, არანაირი გადატვირთული თერაპიული სტაციონარი ჩვენთან არ არის“, - აღნიშნა პაპავამ.