ლევან ნიკოლეიშვილი ლევან ხაბეიშვილზე: კლასიკური ოლიგარქიის მორიგი მტკიცებულება, ეს ვარკეთილის ტურფა აღიარებს, რომ მის ე.წ ენჯეოს სწორედ კეზერაშვილი აფინანსებს 

ლევან ნიკოლეიშვილი ლევან ხაბეიშვილზე: კლასიკური ოლიგარქიის მორიგი მტკიცებულება, ეს ვარკეთილის ტურფა აღიარებს, რომ მის ე.წ ენჯეოს სწორედ კეზერაშვილი აფინანსებს 

ეს ვარკეთილის ტურფა აღიარებს, რომ მის ეგრედწოდებულ ენჯეოს სწორედ კეზერაშვილი აფინანსებს, ანუ პირდაპირ და ღიად ადასტურებს იმასაც, რომ ყველა ის სიბინძურე და ტალახი, რაც ამ რეინკარნირებული ჟირინოვსკიდან მოედინება, სწორედ კეზერაშვილის დაკვეთაა - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, „ტვ პირველის“ ეთერში ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე იმის შესახებ, რომ დავით კეზერაშვილი მისი პარტნიორია.

ნიკოლეიშვილის თქმით, ეს არის კლასიკური ოლიგარქიის მორიგი მტკიცებულება და უჩა მამაცაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი ბინძური კამპანიაც დავით კეზერაშვილის დაკვეთა იყო.

„კლასიკური ოლიგარქიის მორიგი მტკიცებულება. ეს ვარკეთილის ტურფა აღიარებს, რომ მის ეგრედწოდებულ ენჯეოს სწორედ კეზერაშვილი აფინანსებს, ანუ პირდაპირ და ღიად ადასტურებს იმასაც, რომ ყველა ის სიბინძურე და ტალახი, რაც ამ რეინკარნირებული ჟირინოვსკიდან მოედინება, სწორედ კეზერაშვილის დაკვეთაა. ახლა დაუფარავად ვიცით, ვინ იდგა ბინძური კამპანიის უკან, რომელიც ამ ვირთხის ხელით აწარმოეს უჩა მამაცაშვილის წინააღმდეგ. კარგი დრო უდგათ ნაცებს, აღიარებები კვლავ იქნება!“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.