გიული ალასანია სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე: რა თქმა უნდა, ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ )ვიდეო)

გიული ალასანია სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე: რა თქმა უნდა, ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ )ვიდეო)

,,მეც, ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ მომენტში, ნამდვილად ასეთი განწყობა აქვს.’’ - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში განაცხადა, როდესაც ის სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბრობდა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი ამ ეტაპზე პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა მისი თქმით ამის გარანტიას ვერავის მისცემს.

,,ბევრს არ სჯერა, რომ საერთოდ ავად არის. აი, ხომ ამდენი დიაგნოზი დაიწერა, ითქვა, მაინც არ იჯერებენ, არ ვიცი ვინ უნდა თქვას და რა უნდა დაწეროს ბოლოს და ბოლოს, რომ დაიჯერონ. ბევრს არ წარმოუდგენია, რომ სააკაშვილი, რომელიც ასეთი ენერგიული იყო ყოველთვის და ყოვლის შემძლე, უცებ არის ავად. ვერ წარმოუდგენიათ. მეც ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ მომენტში, ნამდვილად ასეთი განწყობა აქვს. რასაც ამბობს, ამბობს იმას რასაც გრძნობს. ნამდვილად ასეა განწყობილი, რომ არ აპირებს,’’ - განაცხადა ალასანიამ საუბრის დროს.