ღრმა კრიზისშია ის ოპოზიციური ძალა, რომელიც ოდესღაც დომინანტად განიხილებოდა ოპოზიციაში და ერთ დროს ხელისუფლებაშიც იყვნენ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აშკარად იგრძნობა ბრძოლა ოლიგარქიული დაფინანსებისთვის. გარკვეული ჯგუფები იღვწიან, რომ რაც შეიძლება მეტი ჰქონდეთ წვდომა ფინანსებზე, რომლითაც უზრუნველყოფს ბატონი კეზერაშვილი ამ პოლიტიკურ პარტიებს და მედია საშუალებებს. ღრმა კრიზისშია უბრალოდ ის ოპოზიციური ძალა, რომელიც ოდესღაც დომინანტად განიხილებოდა ოპოზიციაში და ერთ დროს ხელისუფლებაშიც იყვნენ. კრიზისშია იმიტომ, რომ მათ სასაუბრო აბსოლუტურად აღარაფერი აქვთ მოსახლეობასთან“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
ოპოზიციაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე მმართველი გუნდის წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს. მათი თქმით, ოპოზიცია ახლა ფინანსურ წყაროებს ეძებეს და ამის საუკეთესო გზად დავით კეზერაშვილის ფინანსები ესახებათ. ამ განცხადების საფუძველი დღეს კიდევ ერთხელ გახდა თამარ ჩერგოლეიშვილის გზავნილი, რომელიც წერს, რომ წლების განმავლობაში ქართულ მედიას ყოფილი პრეზიდენტი აკონტროლებდა და ნიკა მელიას კეზერაშვილის ფულით აშანტაჟებდნენ.