1-25 ნოემბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 18 ლოკაციაზე მოემსახურება

1-25 ნოემბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 18 ლოკაციაზე მოემსახურება

1-25 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 18 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.

1       ლანჩხუთი        01.11.2022         ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით   10:00-17:00

2       გურჯაანი         01.11.2022         თამარ მეფის ქ. #9 (კურორტ ახტალის შესასვლელთან)        10:00-17:00

3       ლენტეხი 02.11.2022         თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ   10:00-17:00

4       ყვარელი  02.11.2022         კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან      10:00-17:00

5       ასპინძა     07.11.2022         მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00

6       ხონი          07.11.2022         გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია     10:00-17:00

7       ვანი 08.11.2022         გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია          10:00-17:00

8       ბაღდათი 09.11.2022         წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ           10:00-17:00

9       დუშეთი  10.11.2022         რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი 10:00-17:00

10     ამბროლაური  10.11.2022         კოსტავას ქ. 20 10:00-17:00

11     მარტვილი        14.11.2022         თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ   10:00-17:00

12     ცაგერი     15.11.2022         რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ   10:00-17:00

13     ონი  16.11.2022         აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ          10:00-17:00

14     საჩხერე    17.11.2022         თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია  10:00-17:00

15     ტყიბული         18.11.2022         კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00

16     ამბროლაური  24.11.2022         კოსტავას ქ. 20 10:00-17:00

17     ყაზბეგი   24.11.2022         გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია     10:00-17:00

18     კასპი         25.11.2022         სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან           10:00-17:00