ლიბერთიმ ახალი პროდუქტის, 'გამარტივებული იპოთეკური სესხის' შესახებ განაცხადა. ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამარტივებული იპოთეკური სესხი, ბინის ღირებულების 100%-იან დაფინანსებას 0% თანამონაწილეობით გულისხმობს.
შეთავაზება უნიკალურია ბაზარზე და ნებისმიერი მომხმარებლისთვის ბინის მარტივად შეძენასთან ერთად, დეველოპერული სექტორის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
„ახალი ლიბერთის სტრატეგია მომხმარებლის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით, ვფიქრობთ, ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია ადამიანებისთვის საკუთარი სივრცის შექმნის ან თუნდაც შემოსავლის გაზრდის მიზნით ბინის შეძენის შესაძლებლობის მიცემა. ახალი პროდუქტის დიზაინის ეტაპზე, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი სწორედ ეს იყო - თუ აქამდე კომერციულ ბანკში იპოთეკური სესხით სარგებლობისთვის თანამონაწილეობა ან წინასწარი შენატანი ან დამატებითი ქონებით უზრუნველყოფა იყო საჭირო,'გამარტივებული იპოთეკური სესხის' პირობებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა სრულად დაიფინანსოს ჩვენს პარტნიორ დეველოპერთან შერჩეული ბინა - ანი ჯიბლაძე, ლიბერთის საცალო გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.