სარფში ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები აღმოაჩინეს

სარფში ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული, საქართველოს მოქალაქის ა.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 2 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე იარაღის დეტალები, 18 ცალი ვაზნა და სხვადასხვა ზომის 5 დანა აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.