ბათუმში განთავსებული სატვირთო ვაგონები, რომელზეც ახლა არის საუბარი, არ არის საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არსებული სატვირთო ვაგონები.
ეს არის ყაზახური კომპანიის ტვირთი (მაზუთი), რომელიც ჩატვირთულია საკუთარ ვაგონებში. განმარტებისთვის ,,საკუთარი“ ვაგონი ნიშნავს რომელიმე კერძო კომპანიის საკუთრებაში რეგისტრირებულ ვაგონს. ხშირ შემთხვევაში, ასეთ ვაგონებს სწორედ ყაზახეთი, (ასევე ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები: უზბეკეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი და სხვები) იყენებს, რომელიც ტვირთს აგზავნის ევროპის მიმართულებით, საქართველო კი არის სატრანზიტო ქვეყანა.
აქვე განმარტებისთვის, საქართველოს რკინიგზის მხრიდან რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის, მით უფრო სანქცირებული პირების კუთვნილი ტვირთის გატარება ჩვენს დერეფანში არ ხდება.