სამხარეო ადმინისტრაციაში ევროკავშირის შეფასების მისიის  ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა

სამხარეო ადმინისტრაციაში ევროკავშირის შეფასების მისიის  ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის EU4ITD-ის შეფასების მისიის გუნდის ხელმძღვანელ რუბინა დევრიკიანთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა  ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ  დაფინანსებულ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, გურიაში 2020-2022 წლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის 22 მილიონ  ლარამდეა გამოყოფილი.