დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზის საგამოფენო სივრცეში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას დიდუბის რაიონში არსებული სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას მასწავლებლის დღე დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ, რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა თბილისის საკრებულში გივი ჩხარტიშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა მიულოცეს და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.
ღონისძიების დასასრულს ვეტერან ფეხბურთელ თენგიზ სულაქველიძეს, ქორეოგრაფ ეკა ჭკუასელსა და მუსიკოს ხვიჩა მაღლაკელიძეს საამაყო დიდუბელის ტიტული მიანიჭეს.
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
იუნესკოს განმარტებით, მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.