ყიფიანის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა ეწყობა

ყიფიანის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა ეწყობა

დიდუბის რაიონის გამგეობა ყიფიანის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის მიხედვით, დავით ყიფიანის ქუჩის N4-დან მტკვრის მარცხენა სანაპირომდე სანიაღვრე სისტემას აწყობს, რომელიც ქუჩაზე არასდროს ყოფილა და უხვი ნალექის დროს მოსახლეობას მუდმივად პრობლემას უქმნიდა.

პროექტს გამგეობის დაკვეთით კომპანია „მაილი ქონსტრაქშენი“ 248 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს. სამუშაოების დასრულების შემდგომ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე მოადგილესთან, ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.