6 ოქტომბერს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “პოლონეთი - საქართველო. ორსაუკუნოვანი დიალოგი” გაიხსნება.
პლენარულ სხდომებზე იმუშავებს რამდენიმე სექცია: ლიტერატურა და ვერბალური კომუნიკაციები, ისტორია და პოლიტოლოგია, ხელოვნება, კულტურა და განათლება. ერთი სექცია გაიმართება ონლაინ ფორმატში.
კონფერენციის ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლონისტიკის ცენტრი; პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში; საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია“; მსოფლიო თანამეგობრობა „ვსპულნოტა პოლსკა“.
კონფერენცია ეძღვნება კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „პოლონიას“ 25 წლის იუბილეს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია