ნატოს წევრი 9 ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინის საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ნატოს წევრი 9 ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინის საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე ნატოს წევრი ქვეყნების პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. დოკუმენტს ხელს აწერენ ჩეხეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროს, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები.

„ჩვენ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებს, ქვეყნების, რომელთა ლიდერები ომის დროს ეწვივნენ კიევს და საკუთარი თვალით იხილეს რუსული აგრესიის შედეგები, არ შეგვიძლია გავჩუმდეთ რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არ ვაღიარებთ და არასდროს ვაღიარებთ, უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსიისთვის, რუსეთის მცდელობებს. მტკიცედ ვუჭერთ მხარს 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებას უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით. მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ თავის დაცვაში, მოვითხოვთ რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან და მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, არსებითად გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პრეზიდენტები აქვე მიუთითებენ, რომ ყველა, ვინც აგრესიულად იქცევა და დანაშაულს სჩადის, უნდა დაისაჯოს.

Aburjga Tasmanieli ამერიკის გოშიებო, დოლარის მონებო, წინაპართა ხსოვნიაზე გარდი-გარდმო გადაფსმულებო, არ აგცდებათ თქვენ მსხვილი და დაუბანელი! ამ ნაბიჭვრებს დამიხედეთ ერთი! ფაშიზმის უღელიდან რომ გამოგიხსნათ საკუთარი ახალგაზრდა ჯარისკაცების სისხლის ფასად და სახელმწიფოება რომ აღგიდგინათ, მერე 40 წელი რომ გარჩინათ და გაშენათ ამას ემართლებით რუსეთს და საბჭოეთს?! ფუ თქვენი უნამუსო.....
1 წლის უკან