3-18 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 18 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.
1
ლანჩხუთი
03.10.2022
ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით
10:00-17:00
2
გურჯაანი
03.10.2022
თამარ მეფის ქ. #9 (კურორტ ახტალის შესასვლელთან)
10:00-17:00
3
ლენტეხი
04.10.2022
თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ
10:00-17:00
4
ყვარელი
04.10.2022
კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან
10:00-17:00
5
ხონი
05.10.2022
გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია
10:00-17:00
6
დუშეთი
06.10.2022
რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი
10:00-17:00
7
ვანი
06.10.2022
გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია
10:00-17:00
8
ბაღდათი
07.10.2022
წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ
10:00-17:00
9
ამბროლაური
10.10.2022
კოსტავას ქ. 20
10:00-17:00
10
ასპინძა
10.10.2022
მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია
10:00-17:00
11
მარტვილი
11.10.2022
თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ
10:00-17:00
12
ცაგერი
12.10.2022
რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ
10:00-17:00
13
ონი
13.10.2022
აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ
10:00-17:00
14
საჩხერე
17.10.2022
თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია
10:00-17:00
15
ტყიბული
18.10.2022
კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია
10:00-17:00
16
ამბროლაური
24.10.2022
კოსტავას ქ. 20
10:00-17:00
17
ყაზბეგი
27.10.2022
გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია
10:00-17:00
18
კასპი
28.10.222
სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან
10:00-17:00