არჩილ თალაკვაძე: როდესაც დაინახა კეზერაშვილმა, რომ შეიძლება კანონი მიიღონ, ის შეიძლება ოფიციალურად გახდეს ოლიგარქი და დაექვემდებაროს რეგულირებას, გამოვიდა და ახლა ცდილობს პოლიტიკას შეაფაროს თავი

არჩილ თალაკვაძე: როდესაც დაინახა კეზერაშვილმა, რომ შეიძლება კანონი მიიღონ, ის შეიძლება ოფიციალურად გახდეს ოლიგარქი და დაექვემდებაროს რეგულირებას, გამოვიდა და ახლა ცდილობს პოლიტიკას შეაფაროს თავი

„ქართული ოცნება“ გამოვიდა და თქვა, რომ მზად ვართ მივიღოთ კანონი, თუნდაც ისეთი, როგორიც აქვს უკრაინას, მაგრამ იქ კანონში რა კრიტერიუმებიც არის ჩამოთვლილი, კეზერაშვილი პირდაპირი აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს - ერთ-ერთი პირველი, თუ ვინმე დააკმაყოფილებს, უდავოდ იქნება კეზერაშვილი - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„როგორც კი დაინახეს, რომ ხელისუფლება მზად არის მისაღებად, ევროკავშირი აძლევს რეკომენდაციას,ამის მერე იწყება კეზერაშვილის გააქტიურება და რატომ იწყება ამ ფორმით? მათი ხელწერა რა არის თავდაცვის? გვყავდა პროკურორი, რომელიც „იმედის“ დარბევას პირდაპირ ამართლებდა და ამბობდა, რომ სახელმწიფოს „სჭირდება“ „იმედის“ დარბევა და ეს სწორიაო. ეს კაცი წავიდა და ამოეფარა ტელევიზიას უკან. გვყავდა მეორე ადამიანი, რომელმაც დაარღვია კანონი, სახელმწიფო ინსტიტუტებს დაესხა თავს, გაიქცა და ჩაიკეტა პარტიაში. დღეს, როდესაც დაინახა კეზერაშვილმა, რომ შეიძლება კანონი მიიღონ, ის შეიძლება ოფიციალურად გახდეს ოლიგარქი და დაექვემდებაროს რეგულირებას, გამოვიდა და ახლა ცდილობს პოლიტიკას შეაფაროს თავი“, - განაცხადა თალაკვაძემ.