გეხმარებათ თუ არა სწრაფი სესხი საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესებაში?

გეხმარებათ თუ არა სწრაფი სესხი საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესებაში?

სანამ უშუალოდ საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესებას შევეხებით, ზოგადად გავიაროთ თუ რა არის საკრედიტო ისტორია და შემდეგ განვიხილოთ მის გასაუმჯობესებლად არსებული გზები.

რა არის საკრედიტო ისტორია?

ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამა თუ იმ სესხით სარგებლობს, გააჩნია საკრედიტო ისტორია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სესხებსა და გადახდებზე. ის წლების განმავლობაში ინახება და Creditinfo Georgia-ს ელექტრონულ ბაზაში მოწმდება, როცა მომხმარებელი კვლავ ითხოვს ახალ სესხს. საკრედიტო ისტორიას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სესხის გამცემი ორგანიზაციები. როდესაც ისინი გადაწყვეტილებას იღებენ დაგიმტკიცონ თუ არა სესხი, პირველ რიგში აუცილებლად მოწმდება ის, თუ როგორი გადამხდელი ხართ, როგორ უმკლავდებით აღებულ ვალდებულებებს. ეს ყველაფერი კი გამოიხატება თქვენი საკრედიტო ქულით.

რა არის საკრედიტო ქულა?

საკრედიტო ქულა არის ის რიცხვი, რაც ზუსტდ ასახავს, თუ როგორ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ აღებულ ვალდებულებებს. საკრედიტო ქულის გამოანგარიშების დროს ბევრი სხვადასხვა ფაქტორი გაითვალისწინება, თუმცა გადახდების ისტორია და კრედიტის მოხმარების სიხშირე მაინც ყველაზე მეტად მოქმედებს მომხმარებლის საკრედიტო ქულაზე.

საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესება

არ არსებობს გზა, რომელიც ძალიან სწრაფად გაგიუმჯობესებთ საკრედიტო ქულას. მისი გაუმჯობესება პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენად დიდი სირთულეები იყო აქამდე არსებული სესხების გადახდებში.

ყველაზე მარტივი და სწორი გზა კარგი საკრედიტო ქულის შესანარჩუნებლად ან ცუდის გასაუმჯობესებლად, არის დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით ვალდებულების შესრულება. სულ მცირე დროით დაგვიანებული გადახდაც კი, უარყოფითად აისახება თქვენს რეიტინგზე.

დაგვიანებული გადახდები მომხმარებლის ისტორიაში სესხის გადახდიდან 5 წლის განმავლობაში ჩანს. დროის გასვლასთან ერთად კი მისი ზემოქმედება ისტორიაზე ძალას კარგავს. აქედან გამომდინარე, თუ წარსულში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემები შეგქმნიათ, არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ვეღარ შეძლებთ  ისტორიის გაუმჯობესებას და კარგი საკრედიტო ქულის მიღებას.

დაგეხმარებათ თუ არა სწრაფი სესხი საკრედიტო ისტორიის გასაუმჯობესებლად?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გადახდების ისტორია და კრედიტის აღების სიხშირე ყველაზე მეტად მოქმედებს საკრედიტო ქულაზე. თუ მომხმარებელს აქვს სწრაფი სესხები და გრაფიკს გართულებების გარეშე მიყვება, არც თუ ისე კარგი საკრედიტო ისტორიაც კი, დროთა განმავლობაში, განხორციელებულ გადახდებთან ერთად უმჯობესდება. შეიძლება ითქვას, რომ სწრაფი სესხი ნამდვილად არის გზა, საკრედიტო ისტორიის გასაუმჯობესებლად, თუმცა ამისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა გაყვეთ გადახდების გრაფიკს დარღვევების გარეშე და დროთა განმავლობაში აუცილებლად მიიღებთ კარგ საკრედიტო ქულას, რაც მომავალში, საჭიროების შემთხვევაში, დაგეხმარებათ ახალი სესხის დამტკიცებაში.