დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, წერეთლის გამზირის N72-ში არსებულ ვითარებას გაეცნო

დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, წერეთლის გამზირის N72-ში არსებულ ვითარებას გაეცნო

დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე,  მოადგილე ზურაბ უგულავასთან და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან ერთად, წერეთლის გამზირის N72-ში არსებულ ვითარებას გაეცნო.

აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებმა მოსახლეობამ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე პრობლემა დააფიქსირა. მათი თქმით, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფი თვეების განმავლობაში წყლით იტბორება, მიზეზს კი ვერ ადგენენ.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკურმა ჯგუფმა პირველ ეტაპზე სარდაფიდან დაგროვილი წყალი ამოტუმბა, ახლა კი პრობლემის აღმოსაფხვრელად დაზიანების კვლევა მიმდინარეობს.