დავით ნარმანიამ USAID/NARUC-ის ორგანიზებით მიმდინარე ენერგეტიკული კონფერენცია გახსნა

დავით ნარმანიამ USAID/NARUC-ის ორგანიზებით მიმდინარე ენერგეტიკული კონფერენცია გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკული კონფერენცია გახსნა, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) ორგანიზებით მიმდინარეობს. დავით ნარმანიამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა შეხვედრის მონაწილეებს, მან ყურადღება გაამახვილა  საქართველოს ენერგეტიკის სექტორისთვის USAID-სა და NARUC-ის წვლილსა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. სემეკის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრაზე სიტყვით წარდგნენ  USAID-ის წარმომადგენელი დევიდ ჰოფმანი, NARUC-ის წარმომადგენელი იულია ბაგიროვა და “Power Central Asia” -ს წარმომადგენელი ემილია ტერენტოვა.

„სემეკს, USAID-სა და NARUC-თან თანამშრომლობის 25 წლიანი ისტორია აქვს. თანამშრომლობის ფარგლებში მივიღეთ და ვიღებთ უზარმაზარ გამოცდილებას, ღირებულ ინფორმაციას რეგიონული პროგრამებიდან, აქტუალური კონფერენციებიდან და ორმხრივი შეხვედრებიდან. დღეს უკვე მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც ახლა გადიან იმ ეტაპებს, რაც სემეკმა 25 წლის განმავლობაში გაიარა. არაერთი პროექტია, რომლითაც სემეკი გამოირჩევა სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს შორის, აქედან გამომდინარე გამოცდილების გაზიარების მიზნით, მომავალშიც აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ USAID/NARUC-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

26-30 სექტემბერს, ქ.თბილისში USAID/NARUC-ის ორგანიზებით შეხვედრები იმართება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცენტრალური აზიის ქვეყნების მარეგულირებელი კომისიებისა და საჯარო უწყებების ხელმძღვანელი პირები. სემეკის წარმომადგენლები შეხვედრების მონაწილეებს გაუზიარებენ გამოცდილებას ენერგეტიკის სექტორში რეგულირების, სატარიფო პოლიტიკის, საფინანსო, ლოჯისტიკურ საკითხებზე. გარდა ამისა, ისაუბრებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილებაზე, მედიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და „მედია კლუბის“  პროექტზე, რომელიც წარმოადგენს USAID/NARUC-ის პროგრამის ფარგლებში გაზიარებულ საუკეთესო პრაქტიკას.