სმარტ საათი Time-ში - თქვენი დროის და რესურსების ოპტიმიზაციისთვის

სმარტ საათი Time-ში - თქვენი დროის და რესურსების ოპტიმიზაციისთვის

ბოლო წლებში სხვადასხვა ბრენდის სმარტ საათი ტექნოლოგიურად სულ უფრო დაიხვეწა და ამავე დროს, სულ უფრო პოპულარული გახდა. სმარტ საათი სმარტფონში არსებულ ბევრ სასარგებლო ფუნქციას პირდაპირ თქვენს მაჯაზე ათავსებს.  მათი გამოყენება შესაძლებელია შეტყობინებების მისაღებად, სატელეფონო ზარების განსახორციელებლად და მისაღებად და ასევე, აპლიკაციების ფართო სპექტრზე წვდომისთვის. ისინი დახვეწილი ფიტნეს ტრეკერებითაა აღჭურვილი, რომლებსაც შეუძლიათ გააანალიზონ ყველა მოძრაობა, რასაც აკეთებთ.

მაგალითად, შეგიძლიათ დაურეკოთ მეგობრებს, თვალყური ადევნოთ ყოველდღიურად ჩანიშნულ საქმეებს და მოუსმინოთ აუდიო წიგნებს. თქვენ აღმოაჩენთ, რომ სმარტფონების ყველაზე პოპულარულ აპლიკაციებს ახლა სმარტ საათის ვერსიებიც აქვთ.

უახლესი Apple-ისა და Samsung-ის მოდელები, რომელსაც Time-ის მაღაზიათა ქსელი გთავაზობთ, საკმაოდ ელეგანტურია, ეკრანისა და სამაჯურის ცვლილების შესაძლებლობა კი ფართო არჩევანით ნიშნავს, რომ არასოდეს მოგბეზრდებათ მათი ტარება.

სმარტ საათი თავისი კონცეფციით თქვენი ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაში გეხმარებათ. გარდა ამისა, ის უხდება თქვენი გარდერობის ყველა სამოსს, შეგიძლიათ მოუხდინოთ Time-ის სხვადასხვა სამკაულს  და რაც ყველაზე მთავარია, ხელს უშლის მობილურ ტელეფონებზე დამოკიდებულებას. სმარტ საათი არამხოლოდ ტრენდული გაჯეტი, არამედ მოთხოვნადი და პრაქტიკული ნივთია სპორტსმენებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანებისთვის.

Time-ში წარმოდგენილი, ორიგინალი და ყველაზე მძლავრი სმარტ საათები დროულ შეტყობინებებს გაჩვენებთ. საკმაოდ რთულია ტელეფონის აღება და შეტყობინებების შემოწმება, მაშინ როდესაც რაღაცას აკეთებთ, ხალხმრავალ ადგილას იმყოფებით, ველოსიპედით სეირნობთ, საბუთებს აწესრიგებთ ან ხელები დაკავებული გაქვთ.

მისი დახმარებით კი, საშუალება გაქვთ დაუყოვნებლივ წაიკითხოთ შეტყობინება ან შეამოწმოთ თქვენი Facebook ანგარიში და განაგრძოთ საქმის კეთება შეუჩერებლად.

ეს ყოველივე კი გეხმარებათ იმაში, რომ არ შეწყვიტოთ თქვენი სამუშაო მობილური ტელეფონის გამოყენებისთვის, რაც საბოლოო ჯამში, როგორც წესი, ცუდად აისახება თქვენს პროდუქტიულობაზე.

სმარტ საათის გამოყენება, თავისთავად, თქვენი მობილური ტელეფონის ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობასაც აუმჯობესებს, რადგან მარტივი და სწრაფი სმარტ საათის ფუნქციონალით, აღარ გიწევთ მაღალი რეზოლუციისა და დიდი ეკრანის დიდი ხნით განათება, რაც ბუნებრივია თქვენი სმარტფონის ბატარეას მალევე აჯენს.