გივი მიქანაძე: „დროას ლიდერი“ არ კმარობს იმ მილიონებს, რომელსაც მისი ოჯახი რუსეთისგან იღებს და ის უკვე ღიად აცხადებს იმის თაობაზე, რომ კეზერაშვილი მისი პარტიის დამფინანსებელია

გივი მიქანაძე: „დროას ლიდერი“ არ კმარობს იმ მილიონებს, რომელსაც მისი ოჯახი რუსეთისგან იღებს და ის უკვე ღიად აცხადებს იმის თაობაზე, რომ კეზერაშვილი მისი პარტიის დამფინანსებელია

ის არ კმარობს იმ მილიონებს, რომელსაც მისი ოჯახი რუსეთისგან დაფინანსების სახით იღებს და აღმოჩნდა, რომ ის უკვე ღიად და აშკარად აცხადებს იმის თაობაზე, რომ კეზერაშვილი მისი, მისი პარტიის დამფინანსებელია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის განშტოებული რაღაც შენაერთებად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მისამართით განაცხადა.

„რადიკალურ ფრთაში, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ხანია განხეთქილებაა. ამის შესახებ ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გრიგოლ ვაშაძე ჩაანაცვლა ნიკა მელიამ. შემდგომში ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება გვახსოვს, როდესაც მელია ფაქტობრივად ფორმალურ ლიდერად დატოვეს და კობა ნაყოფია პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად დანიშნეს. ეს დაპირისპირება ღრმავდება. ახლა ჩვენ ვხედავთ დაპირისპირებას, რომელიც ფინანსური საკითხებიდან გამომდინარე არის. ამ პარტიის მთავარი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი ფაქტობრივად დასაცავი გახდა იმ ფლანგისგან, რომელიც სააკაშვილთან უფრო გამოხატავს სიმპათიებს. ვხედავთ, რომ დღეს უკვე „დროას“ ლიდერი გამოესარჩლა დავით კეზერაშვილს. ის არ კმარობს იმ მილიონებს, რომელსაც მისი ოჯახი რუსეთისგან დაფინანსების სახით იღებს და აღმოჩნდა, რომ ის უკვე ღიად და აშკარად აცხადებს იმის თაობაზე, რომ კეზერაშვილი მისი, მისი პარტიის დამფინანსებელია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის განშტოებული რაღაც შენაერთებად. არის ერთმანეთს შორის დაპირისპირება და როგორც კი საქმე შეეხო ფინანსურ საკითხებს, პოზიციები გამოიკვეთა - ვინ იყო კეზერაშვილის დაფინანსებული, ვინ არ იყო“, - აცხადებს მიქანაძე.

დღეს ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან თანამშრომლობს.

Aburjga Tasmanieli თქვენი გამკვირვებია რა....?! რას იტყვის ეს კაცის ხმით მოლაპარაკე დედაკაცი რა მნიშვნელობა აქვს?! რას აიტაცებთ ხოლმე და წაღმა უკუღმა ატრიალეთ მაგის ნაბჟუტურევს?! საქმეს მიხედეთ, საქმეს!
1 წლის უკან