გიორგი ვოლსკი: ეკა გიგაურის განცხადება არის უტიფარი, უსაფუძვლო და რასაკვირველია, არის პოლიტიკური

გიორგი ვოლსკი: ეკა გიგაურის განცხადება არის უტიფარი, უსაფუძვლო და რასაკვირველია, არის პოლიტიკური

ეკა გიგაურის განცხადება არის უტიფარი, უსაფუძვლო და რასაკვირველია, არის პოლიტიკური, რომელსაც სერიოზული კომენტარი სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ეკა გიგაური უნდა აანალიზებდეს სიტუაციას და უნდა მიუთითებდეს იმ ნაკლოვანებებზე, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია.

„ეს ექსპერტი რა თქმა უნდა, უნდა აანალიზებდეს სიტუაციას და ზუსტად უნდა მიუთითებდეს იმ ნაკლოვანებებზე, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია. ეს არის მათი ამოცანა და არა პოლიტიკურ მიტინგებზე გამოსვლები და უსაფუძვლო განცხადებების გაკეთება, თუნდაც ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც კომპეტენცია აშკარად აკლია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა სიღარიბეში ამყოფოს, იმიტომ რომ როცა ადამიანები არიან ღარიბები, მათი მანიპულაცია არჩევნების დროს არის ძალიან მარტივი.