გიორგი ვაშაძე: მჯერა, არც თუ ისე შორეულ მომავალში დადგება დღე, როდესაც ირაკლი კობახიძე მოსკოვში აღმოჩნდება და თავს იქ შეაფარებს - აგერ მე და აგერ თქვენ!

გიორგი ვაშაძე: მჯერა, არც თუ ისე შორეულ მომავალში დადგება დღე, როდესაც ირაკლი კობახიძე მოსკოვში აღმოჩნდება და თავს იქ შეაფარებს - აგერ მე და აგერ თქვენ!

მჯერა, არც თუ ისე შორეულ მომავალში დადგება დღე, როდესაც ირაკლი კობახიძე მოსკოვში აღმოჩნდება და თავს იქ შეაფარებს - აგერ მე და აგერ თქვენ! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული თითოეული განცხადება არის მტკიცებულება იმისა, რომ “გამოდის მხოლოდ რუსეთის და არა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან“.

“ირაკლი კობახიძე პრორუსული “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი თავია, რომელმაც საქართველო რუსეთს შეადარა. უფრო მეტიც, მისი განცხადებებით ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ თავს ესხმის აშშ-ს. “ოთხეულის“ ყველა განცხადება და ფორმულირებები არის მისი ხელწერა - არათუ არასდროს გაემიჯნება მათ, არამედ პირდაპირ ამყარებს მტკიცებულებას, რომ არის პრორუსი, გამოდის მხოლოდ რუსეთის და არა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, ამიტომაც აგრძელებს აშშ-ზე თავდასხმას. როგორც კი პროევროპელები ერთად დავდგებით და გავერთიანდებით, ამ პრორუსებს ჩრდილოეთისკენ მივუჩენთ გზას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Aburjga Tasmanieli აუუ... ეს ვინ არის?! რაო შემოგითვალეს ოკიანესგაღმელმა "მოკეთეებმა" ცოტაც კიდევ მოიცადეთ და წლის ბოლომდე გავიმეორებთ 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალებასო?! რაღა დარჩა, მოითმინე და ხონჩით მოგართმევს კოლექტიური დასავლეთი ლგბტ მაღიარებლობის მქონე კოლონიის ადმინისტრატორის მანდატს!
2 წლის უკან