დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვაგრძელებთ მუშაობას, იმიტომ რომ რთული საკითხია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.
„საკანონმდებლო რეგულირების პრაქტიკა ამ მხრივ მსოფლიოში პრაქტიკულად არ არსებობს უკრაინის გარდა. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით ვაგრძელებთ კონსულტაციებს როგორც საერთაშორისო ექსპერტებთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. უახლოეს პერიოდში ამ კანონპროექტსაც წარვუდგენთ საზოგადოებას და პარლამენტს“, - აღნიშნავს ბეჟაშვილი.