ირაკლი კობახიძე ომბუდსმენის შერჩევაზე: არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციას უპრეცედენტო პროცედურა შევთავაზეთ - ამაზე მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა, არ ვიცი

ირაკლი კობახიძე ომბუდსმენის შერჩევაზე: არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციას უპრეცედენტო პროცედურა შევთავაზეთ - ამაზე მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა, არ ვიცი

„ჩვენ ჩვენი კანდიდატურის დასახელებას არ ვგეგმავთ“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევის პროცედურის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

ირაკლი კობახიძე ხაზს უსვამს, რომ უმრავლესობა პროცესში მხოლოდ ბოლო ეტაპზე, კენჭისყრისას ჩაერთვება.

„არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციას უპრეცედენტო პროცედურა შევთავაზეთ - ჩვენ ვამბობთ, რომ ჯერ შეფასდებიან კანდიდატები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და ამის შემდეგ, მხოლოდ ოპოზიცია დაასახელებს კანდიდატებს. ამაზე მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა, არ ვიცი. შესაბამისად, ეს პროცესი უპრეცედენტოდ ინკლუზიური და გამჭვირვალეა. უმრავლესობა ერთვება მხოლოდ ბოლო ეტაპზე, როდესაც, საბოლოო ჯამში, კანდიდატურა კენჭისყრაზე დგება. ჩვენ ჩვენი კანდიდატურის დასახელებას არ ვგეგმავთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოტაჟი მასშტაბური ვერ იქნება. ამ პროცედურაში უნდა ჩაერთოს როგორც არასამთავრობო სექტორი, ისე ოპოზიცია და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროცედურა სათანადოდ წარიმართება“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

Aburjga Tasmanieli ამის მეტი?! - არ უნდა შეგეთავაზებინათ! გვყავს ერთი ლომჯარია და ახლა ახალი ლომჯარია უნდა გააჩინოთ?! გააუქმეთ ეს იდიოტური უწყება! სანამ აშშ აქ არის ვერცერთი სინდისიერი, პატრიოტი ადაიანი ომბუდსმენობას ვერ გაწევს!!!
2 წლის უკან