ყოფილი მძევალი პოლიციის მიერ მძევლების გათავისუფლების დეტალებს ჰყვება

ყოფილი მძევალი პოლიციის მიერ მძევლების გათავისუფლების დეტალებს ჰყვება

ქუთაისში, საქართველოს ბანკზე თავდასხმისას მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირი, ლევან ასათიანი გუშინ განვითარებულ მოვლენებს მედიასთან იხსენებს და აცხადებს, რომ მძევლებმა შენობიდან გამოსვლა სამართალდამცველების დახმარებით შეძლეს.

„გამოვედი უკანა კარიდან, რომლის შესახებაც იმან [თავდამსხმელმა] არაფერი იცოდა. პოლიციამ გააღო კარი, გახსნა ტერიტორია, შევხედე, რომ პოლიციელები იყვნენ, გვითხრეს, გამოდიო და გამოვედით. ჩემ გარდა, იქამდე, ორი თანამშრომელი გოგო გამოვიდა და შემდეგ გამოვყევით ჩვენ. გამოვეპარეთ, მაგრამ ეს იყო თანამშრომლების დამსახურება, რადგან მათ გახსნეს ის კარი. დალუქული იყო ის კარი და ალბათ რაღაცით გახსნეს ან გაჭრეს და გამოგვიყვანეს“, - აცხადებს ყოფილი მძევალი.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი 20 სექტემბერს, დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. თავდამსხმელი დაკავებულია. თავდასხმის შედეგად, არავინ დაშავებულა.