მარინა კალიურანდი: 90-იანების დასაწყისში ნატო-სა და ევროკავშირში ჩვენი ნახვა არავის უნდოდა, წარმატების საიდუმლო იყო პოლიტიკოსების ერთობლივი მუშაობა, იმედია, პატარა ესტონეთი საქართველოსთვის ინსპირაცია გახდება

ესტონეთის წარმატების საიდუმლო იარაღი იყო პოლიტიკოსების ერთობლივი მუშაობა, რომლებსაც ჰქონდათ საერთო მიზანი და ერთად იღწვოდნენ ამ საერთო მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტში იმყოფება.

ევროპარლამენტარის განცხადებით, საჭიროა, ქვეყანაში ერთობლივად იმუშაოს ყველამ მიზნის მისაღწევად.

„ჩვენ ესტონეთიდან ჩამოვედით. ძალიან ხშირად გვეკითხებიან, როგორ მოახერხა ესტონეთმა ასეთი წარმატების მიღწევა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების კუთხით. 90-იანების დასაწყისში არავის უნდოდა იქ ჩვენი ნახვა და არავინ გველოდა იქ. ვიტყოდი, რომ წარმატების საიდუმლო იარაღი იყო პოლიტიკოსების ერთობლივი მუშაობა, რომლებსაც ჰქონდათ საერთო მიზანი და ერთად იღწვოდნენ ამ საერთო მიზნის მისაღწევად. იმედი მაქვს, პატარა ესტონეთი გახდება ინსპირაცია საქართველოსთვის ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა კალიურანდმა.