მიხეილ ყაველაშვილი: ბევრმა ადამიანმა მოგვმართა, რომ მათ ჩვენთან სურთ გაერთიანება - იქნებიან პოლიტიკოსებიც, საზოგადო მოღვაწეებიც

მიხეილ ყაველაშვილი: ბევრმა ადამიანმა მოგვმართა, რომ მათ ჩვენთან სურთ გაერთიანება - იქნებიან პოლიტიკოსებიც, საზოგადო მოღვაწეებიც

ბევრმა ადამიანმა მოგვმართა, რომ მათ ჩვენთან ერთად ჩვენს ძალაში სურთ გაერთიანება - იქნებიან პოლიტიკოსებიც, საზოგადო მოღვაწეებიც,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი გაგვიჩნდა. ბევრმა ადამიანმა მოგვმართა, რომ მათ ჩვენთან ერთად ჩვენს ძალაში სურთ გაერთიანება. იქნებიან რიგი პოლიტიკოსები, რომლებიც „ხალხის ძალაში“ გაერთიანდებიან ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ იქნებიან საზოგადო მოღვაწეებიც. არ დავმალავ იმასაც, რომ არის ბიზნეს სექტორთან საუბარი, რომ სატელევიზიო მხარდაჭერაც იყოს ჩვენი მიმართულების“,- აღნიშნა ყაველაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რომ თვის ბოლომდე „ხალხის ძალა“ ადამიანური, ინტელექტუალური რესურსით გაფართოვდება.