ლევან ბერძენიშვილი: აშშ რომ გაღიზიანდეს და ომი დაგვიწყოს ამდენი შეურაცხყოფის გამო, რას შვება მერე ყაველაშვილი, ომი უნდა?

ლევან ბერძენიშვილი: აშშ რომ გაღიზიანდეს და ომი დაგვიწყოს ამდენი შეურაცხყოფის გამო, რას შვება მერე ყაველაშვილი, ომი უნდა?

მინდა ფეხბურთელ ყაველაშვილს ვკითხო, გათვლილი აქვს თუ არა ის ვარიანტი, რომ ამდენი გინების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები რომ გაღიზიანდეს და ჩვენთვის ეგზომ საშიში სიტყვა ომი რომ იხმაროს? ომი რომ დაგვიწყოს ამდენი შეურაცხყოფის გამო? რას შვება მერე ყაველაშვილი, ომი უნდა? - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ბევრი პრეტენზია იყო, მაგრამ პრეტენზია, რომ იგი ქართულ საქმეს არ აკეთებს, არ ყოფილა.

„სულ ტყუილია ლაპარაკი, რომ ეს არის პოლიტიკოსების ბრალი, ოპოზიციის ბრალი, მარტო ქართული ოცნება აშავებს. არ არის მართალი, ეს არის ჩვენი ბრალი. არც ერთი ღირსეული ხალხი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას არ აიტანს. ჩვენც არ ავიტანთ და როცა არ ავიტანთ, მაშინ გეტყვით, რომ როგორც იქნა გამოჩნდა, რომ ჩვენც ღირსეული ხალხი ვყოფილვართ.

მოხერხდა, რომ პრეზიდენტმა დამარცხება აღიარა, ახლა შეიძლება ვიღაც ნანობს  და შეიძლება სწორად ნანობს, რომ დამარცხება აღიარა, იქნებ არ ღირდა, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილთან ბევრი პრეტენზია იყო, მაგრამ პრეტენზია, რომ იგი ქართულ საქმეს არ აკეთებს, არ ყოფილა.

მინდა ფეხბურთელ ყაველაშვილს ვკითხო, რომ გეგმავდა თამაშებს, ხომ იცის, რა შეტევა, კონტრშეტევა დაცვა, ხო პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, უცხოეთში თამაშობდა, ვეკითხები, გათვლილი აქვს თუ არა ის ვარიანტი, რომ ამდენი გინების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები რომ გაღიზიანდეს და ჩვენთვის ეგზომ საშიში სიტყვა ომი რომ იხმაროს? ომი რომ დაგვიწყოს ამდენი შეურაცხყოფის გამო? რას შვება მერე ყაველაშვილი, ომი უნდა?“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

Aburjga Tasmanieli აშშ ომს ვერ დაგვიწყებს მიჩმორებული გვყავს! თანაც ცხინვალში და აფხაზეთში მდგომი რუსული ბაზები ამოქმედდება და აშშ-ს სულ კუდით ქვას ასროლინებს! ))))))))))))))))))))))
1 წლის უკან