ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი" და ,,ბათუმის აეროპორტი", არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, რუსეთისა და პაკისტანის მოქალაქეების ი.დ.-სა და ა.მ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა, ჯამში, 21 918,71 ღირებულების მობილური ტელეფონები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 268-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 21 918,71 ლარი (საქონლის ღირებულების 100%) შეეფარდათ.