კელი დეგნანი: ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობას, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია მნიშვნელოვანი პროგრესით გრძელდება

კელი დეგნანი: ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობას, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია მნიშვნელოვანი პროგრესით გრძელდება

ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა ექსკლუზიურ ინტერვიუში ირაკლი ჩიხლაძის კითხვებს უპასუხა. ელჩის განცხადებით, არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, თუმცა ყველაზე მთავარი გზავნილია, რომ ისინი ადასტურებენ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობას.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდამჭერად.

„ძალიან მოხარული ვარ ამ შესაძლებლობით, რომ ვყოფილიყავი ამ გადაცემისა და თქვენი არხის სტუმარი. ჩვენ ვისაუბრეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, თუმცა ყველაზე მთავარი გზავნილია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობას, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია მნიშვნელოვანი პროგრესით გრძელდება. ვიმუშაოთ ერთად. ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდამჭერად“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩის ინტერვიუს და პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „იმედის“ ეთერში ნახავთ.