კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ დეპუტატებს მედიის რეგულირების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ბექაურის თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით მაუწყებლის შინაარსი არ რეგულირდება, რაც აცდენილია ევროპულ კანონმდებლობას.
„ჩვენ მედიაში შინაარსი არ რეგულირება, ამიტომ მაუწყებელს ნებისმიერი რამის თქმა შეულია და ის მხოლოდ თვითრეგულირების ორგანოში შეიძლება გასაჩივრდეს. თვითრეგულირების ორგანო არის საბოლოო ინსტანცია და მისი მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეიძება არც კომისიაში და არც სასამართლოში და ეს ნონსენსია, რადგან არცერთ ევროპული ქვეყანაში ასე არ არის. ანუ, ადამიანი თუ თვლის რომ მისი უფლებები დაირღვა ის უნდა მივიდეს იმ მაუწყებელთან, რომელმაც მისი აზრით დარღვევა ჩაიდინა და მისი მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არსად აღარ შეუძლია, ეს არ არის ევროპული მიდგომა, ჩვენ ეს საკითხი შესწავლილი გვაქვს და შეგვიძლია გაგაცნოთ, ვიმსჯელოთ და გავხადოთ ეს თემა ფართო დისკუსიის საგან. ერთად მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მედია გარემოს გააუმჯობესებს. ყველა ქვეყნის კანონი გვაქვს შესწავლილი და ყველა ქვეყნის მიდგომა ვიცით, ჩვენი კანონმდებლობა ან ნაწილში ნამდვილად აცდენილია განვითარებული ევროპული ქვეყნებისას“,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.