25 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის მებაჟე ოფიცრების შვილებს მასპინძლობს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ბავშვების საქართველოში დასვენების პროგრამა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ჩართულობით და უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობით განხორციელდა.
ღონისძიების ფარგლებში, ბავშვები უკვე ეწვივნენ მთაწმინდის პარკს, იყვნენ „ასტრა პარკში“ და მონაწილეობა მიიღეს რბოლაში, ასევე იმყოფებოდნენ თბილისში არსებულ ბავშვთა გასართობ ცენტრებში და დაათვალიერეს მცხეთის ისტორიული ძეგლები. 3 სექტემბრამდე, პატარები მოინახულებენ ილუზიებისა და ჰოლოგრამების მრავალგანზომილებიან მუზეუმებს და დაათვალიერებენ კონტაქტურ ზოოპარკს.
ვფიქრობთ, საქართველოში გატარებული დღეები განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იქნება პატარა სტუმრებისთვის.