დიდუბის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, სამუშაოები სამ მისამართზე დასრულდა. აკაკი წერეთლის გამზირის N41-ში სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა, სამტრედიის ქუჩის N5 კორპუსში საერთო სარგებლობის დაზიანებული კიბეები განახლდა, ხოლო წერეთლის გამზირის N12 კორპუსში სადარბაზოს კარი დამონტაჟდა.
აღნიშნული სამუშაოების განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 61 079 ლარი გამოიყო.