გურიაში გაზიფიცირების მასშტაბური სამუშაოები იწყება

 გურიაში გაზიფიცირების მასშტაბური სამუშაოები იწყება

მოქალაქეებისთვის მიცემული კიდევ ერთი დაპირება სრულდება! გურიაში მასშტაბური სამუშაოები იწყება, რომლის ფარგლებში 29 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა! 

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გაზიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის ტენდერი გამოაცხადა:

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჯიხანჯირი, შრომისუბანი, ჩოჩხათი, მოედანი, ხორეთი, კოკათი, ნინოშვილი, ყელა, ხაჯალია, ნიგვზიანი, არჩეული, ჩანჩეთი, ჯურუყვეთი, ეწერი, ბაღლეფი, გულიანი. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გოგიეთი, ჯუმათი, ძირიჯუმათი, ბოგილი, იანეთი, დვაბზუს ნასაკირალი, მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი, უკანავა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩომეთი, კალაგონი, მამულარი.