სომხური მედიის ინფორმაციით, ერევანში მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა, 16 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა

სომხური მედიის ინფორმაციით, ერევანში მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა, 16 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა

ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

16 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, 5 მსხვერპლიდან ერთის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

მეორე დღეა, ადგილზე 200-მდე მეხანძრე-მაშველი, ათობით სატვირთო მანქანა, ტრაქტორი და მრავალი სხვა ტექნიკა მუშაობს.

სომხეთის დედაქალაქში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქება 14 აგვისტოს, სავარაუდოდ, პიროტექნიკის საწყობში მოხდა.