40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს

40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს

მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან. ერთობლივი განცხადება ევროკავშირის დელეგაციის ვებგვერდზე გავრცელდა.

დოკუმენტის თანახმად, უდავოა, რომ რუსეთის შეჭრა და მისი მუდმივი ყოფნა უკრაინის ბირთვულ ობიექტებში მნიშვნელოვნად ზრდის ბირთვული ინციდენტებისა და ავარიების რისკს.

განცხადებაში ქვეყნები მტკიცედ უჭერენ მხარს ბირთვული უსაფრთხოების ფუნდამენტურ მნიშვნელობას და აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის - ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის კონტროლი, დიდ საფრთხეს უქმნის ამ პრინციპებს.

ერთობლივი განცხადების თანახმად, საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს აგრესიისთვის პასუხს აგებინებს.