ვერაფერი ისწავლეს და ვერაფერს იაზრებენ - რადიკალებს თვალი კვლავ ქუჩისკენ უჭირავთ

ვერაფერი ისწავლეს და ვერაფერს იაზრებენ - რადიკალებს თვალი კვლავ ქუჩისკენ უჭირავთ

დაუმორჩილებლობა, მანდატების დატოვება, პოლიტიკური კრიზისის შექმნა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა - სავარაუდოდ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი შემოდგომისთვის კვლავ ქუჩაში გასვლას გეგმავს. ამის მიზეზად კი ევროკავშირის მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შეუსრულებლობა დასახელდება. ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილი საბოტაჟის მოწყობას ხელოვნურად აპირებს და ამ მოტივით სექტემბრიდან ისევ საპროტესტო ტალღის აგორებას შეეცდება. რა რესურსი აქვს ოპოზიციას იმისთვის, რომ მოვლენები ქუჩაში გადაიტანონ და როგორ ესახებათ ოპოზიციის ერთიანობა, როცა დაპირისპირება თავად ენმ-ის შიგნით არსებობს?

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი კოლეგების წინააღმდეგ გამოდის. „ოპოზიციად წოდებული პარტიების წევრთა ნაწილი და რიგ შემთხვევაში, მთლიანად პარტიები, სისტემის ნაწილად არიან ქცეული, პოლიტიკურ ველზე მყოფი მოთამაშეების მნიშვნელოვანი ნაწილი დაინტერესებულია არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებით“, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, „ოპოზიცია მოგებისთვის არ თამაშობს, უმეტესობა თამაშობს გადარჩენისთვის“. ჯაფარიძე აცხადებს, რომ სექტემბრიდან დაუმორჩილებლობას, მთელი ქვეყნის პარალიზებას აპირებს და დროს სწორედ ამას დაუთმობს.

ჯაფარიძის განცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ გუნდში.

„საქართველო აღარასოდეს დაუბრუნდება ქუჩისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკას. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჯაფარიძის განცხადების კომენტირებისას და დასძინა: „არსებობს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ქუჩის პოლიტიკას ემხრობა და არსებობს ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ევროპულ საპარლამენტო შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას უჭერენ მხარს. თუ რომელი სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას, ამაზე პასუხი ნათელია. საქართველო აღარ და აღარასოდეს დაუბრუნდება ქუჩისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკას. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები და რადიკალური, ანტისისტემური, ანტიდემოკრატიული პარტიები ჩაანაცვლონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება შემდეგ არჩევნებში აირჩევს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ბევრჯერ თქმულა ამ ქვეყანაში, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, შევცვლით, დავამხობთ ხელისუფლებას და მერე ხალხი რჩება იმედგაცრუებული. კონკრეტული გზებია საჭირო, როდესაც ადამიანებს დაარწმუნებ, რომ გამოგყვნენ, მათ შორის ასეთი ტიპის რადიკალურ სცენარში“, - ჯაფარიძეს „გირჩელი“ იაგო ხვიჩიაც გამოეხმაურა, რომელსაც არ სჯერა ასეთი ტიპის რევოლუციური სცენარების.

„რაღა დროს მანდატების დატოვებაზეა საუბარი. ნეტავ, მანდატები უშლიდეს ვინმეს ხელს, ვისაც რამის გაკეთება უნდა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მანდატებს აბრალებენ იმ პრობლემას, რომელიც არ არის მანდატებთან დაკავშირებული. თუ რამე სერიოზულად გინდა და, ამ შემთვევაში, თუ  რევოლუციაზე ვსაუბრობთ, მანდატებით ეს უკეთესი გასაკეთებელია, იმიტომ რომ იმუნიტეტი გაქვს და უცბად ვერ გიჭერენ. არ მჯერა ასეთი ტიპის რევოლუციური სცენარების. განა იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ იმსახურებს ხალხისგან გაბრაზებას, არამედ იმის გამო, რომ ბევრი იმედგაცრუება უკავშირდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, თუნდაც ამ მიმართულებით. საკმაოდ რთულია, რომ ერთ დღეს უცბად არაფერი შეიცვალოს და ისე დაიჯერო, რომ რამე განსხვავებული მოხდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის განცხადებები და გეგმები, რომ შემოდგომისთვის ქვეყანაში ისევ რყევებს დაიწყებენ, მხოლოდ ილუზიაა, რითაც საკუთარ მიმდევრების მოტყუებას აგრძელებენ. შემოდოგომაზე, სავარაუდოდ, ორთქლის და ემოციების გამოშვება მოხდება, შემდეგ კი ისევ დაიშლებიან. აბაშიძე ამბობს, რომ ზაფხულში ხალხის რაღაცა რაოდენობის ქუჩაში გამოსვლამ ილუზია შეუქმნათ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ხალხი ოპოზიციის გამო არ გამოსულა. ისინი მხოლოდ ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ, ხოლო სათავეში, როგორც კი ოპოზიცია გამოჩნდა და პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს, ხალხი დაიშალა. ამიტომ შემოდგომაზე ამ ოპოზიციურ ლიდერებს თუ სხვა ლიდერებით ჩაანაცვლებენ, კი ბატონო, სხვაგვარად, როგორც ანალიტიკოსი მიიჩნევს, მათი გამოჩენისთანავე ნებისმიერი აქცია დაშლისთვის არის განწირული.

„ჩვენი მოსახლეობა და ელექტორატი პოლიტიკურად ძალიან გაიზარდა. ახლა მით უმეტეს, ამ ომის ფონზე ხალხმა მშვიდობის ფასი ძალიან კარგად გაიგო. ნებისმიერი პარტიული ამომრჩევლისთვის თუ უპარტიო ელექტორატისთვის, ქვეყანაში მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია მოსახლეობის რაღაცა ნაწილს ევროპის სახელით ქუჩაში ისევ გამოიყვანს. იქნება რაღაცა მუქარა, ორთქლის გამოშვება, გულის მოფხანა, მაგრამ შემდგე ისევ დაიშლებიან. წარმოუდგენელია ამ მოცემულობით ოპოზიციამ ისევ გაერთიანება და ერთი იდეის გარშემო შემოკრება შეძლოს, მით უმეტეს „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ შემთხვევაში, უკან არ დაიხევს და ეცდება, საპროტესტო აქციების დროს დომინანტი ისევ თავად იყოს.

ამავე დროს, ვხედავთ, თავად ენმ-ის ხელმძღვანელობაში დაპირისპირება მიდის. ნიკა მელიას ღიად აკრიტიკებენ, არ მოსწონთ მისი თავმჯდომარეობა, აბრალებენ, რომ დაპირებული დაუმორჩილებლობის აქცია ვერ უზრუნველყო. სააკაშვილი ისევ ციხეშია და ამ ყველაფერს მელიას აბრალებენ. ამიტომ წარმოუდგენელია ოპოზიცია როგორ უნდა გაერთიანდეს, როცა თავად პარტიაში აქვს ენმ-ს დიდი დაპირისპირება და მელიას რაღაცა ჯგუფის ნაწილი არც კი ემორჩილება. ზუსტად იგივე სცენარი განმეორდება, რაც უკვე ნანახი გვაქვს“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ოპოზიცია ეძებს თემებს, რის საფუძველზეც ხალხის ქუჩაში გამოყვანას შეძლებს. როგორც ჩანს, ბოლო დროს ძალიან კარგად აიტაცეს რუსი ტურისტების თემა. ევროკავშირის მიერ მოცემული 12-პუნქტიან გეგმასთან ერთად, ფიქრობენ, რომ ეს სენსიტიური თემა საზოგადოების რაღაცა ნაწილზე მწვავედ მოქმედებს. ამიტომ პროვოკაციებს არ ერიდებიან და ამ თემიდან რაღაცის შექმნა სურთ. აბაშიძე ამბობს, რომ ჩვენს საზოგადოებას გონიერება ჰყოფნის და არც ერთ რუს ტურისტთან დაკავშირებით რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ ენმ-ს უფლება რომ ჰქონდეს, პროვოკაციებს ენგურის ხიდზე მოაწყობდა, მაგრამ ჩვენი პოლიცია ფხიზლად არის, იქ არიან გაეროს და ევროკავშირის სადამკვირვებლო კომისიები, ამიტომ ამდენს ვერ ბედავენ. შესაბამისად, ეძებენ თემას, რომ ეს საკითხი საზოგადოებაში კიდევ უფრო გაამწვავონ, თუმცა არაფერი გამოუვათ, რადგან ამ პროვოკაციურ ქმედებებს ხალხიც კარგად ხვდება.

პოლიტიკური მკვლევარი იგორ კვესელავა კი ამბობს, რომ ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას აზრი აქვს მაშინ, როცა გაქვს მიზანი და ამ მიზანმა უნდა მოგცეს შედეგი. ეს მიზანი შეიძლება იყოს მშვიდობიანად ხელისუფლების შეცვლა, ვადამდელი არჩევნები და კოალიციური მთავრობა. მისი თქმით, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, ოპოზიციას ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარების არანაირი რესურსი არ გააჩნია. ეს წელი ძალიან რთული იქნება ქართული პოლიტიკისთვის, რომელმაც ქვეყანას სამომავლოდ რეალური ცვლილება უნდა მოუტანოს.

„პოლიტიკური ვითარება რთულია და საზოგადოებას არ აქვს სიმპათია არც ხელისულების და არც ოპოზიციის მიმართ, ელოდება ახალ ძალას. რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, მათ არ აქვთ ერთიანი სამოქმედო გეგმა. ჩემთვის, როგორც პოლიტიკური მკვლევარისთვის, გაუგებარია, როგორ აპირებენ ხელისუფლების შეცვლას. გადატრიალებით? რა თქმა უნდა, ამ გზით ხელისუფლებას ვერ შეცვლიან. არჩევნების გზით? დღეს რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, არ აქვთ რესურსი, რომ ხელისუფლება შეცვალონ, ამიტომ ზღაპრებს ყვებიან. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ოპოზიცია სუსტია და არც წავა ვადამდელ არჩევნებზე, მით უფრო ახლა, როცა შეიძლება, თავისი კაცი არ ჰყავდეს ცესკო-ში.

ბიძინა კი სიტყვას უაზროდ არ ისვრის, ის ჯერ ფიქრობს და შემდეგ მოქმედებს. ერთი წლის წინ თქვა, შეიძლება „ოცნების“ წიაღშივე შეიქმნას ახალი ძალაო. ეს იდეა უკვე მოქმედებაშია, დაფუძნდა მოძრაობა „ხალხის ძალა“. საპარლამენტო რესპუბლიკა კოალიციური მთავრობის გარეშე არ არსებობს, რაც კარგად იცის ბიძინამ, ამიტომ თადარიგი აქედანვე დაიჭირა. საზოგადოების დიდ ნაწილს უნდა კოალიციური მთავრობა და ეტყვის, აგერ ბატონო, კოალიციური მთავრობაო, რომელიც დაკომპლექტდება ახალი და ძველი „ოცნებით“, კიდევ ერთ-ორ სხვა ოპოზიციურ პარტიასაც შეიყვანენ, რომელიც მათი მტერი არ იქნება. კოალიციური მთავრობა კი ნიშნავს ახალ კოაბიტაციას, რასაც დასავლეთიც მიესალმება. ამიტომ ოპოზიციას რა გეგმა აქვს შემოდგომისთვის მე ვერ ვხედავ. მგონია, რომ ეს ხალხი ვერაფერს ვერც სწავლობს და ვერც იაზრებს. ამიტომ როცა პოლიტიკაში ყოფნის თავი არ გაქვს, ქუდი უნდა დაიხურო და წახვიდე“,-ამბობს კვესელავა.

trampi ჩათლახი
დინამო თბილისი თურქმა უნდა იყიდოსო.......
ეს თუ კაი კაცია რაღა თურქმა იყიდოს, ამან იყიდოს ............... ფული არა ააქვს თუ რაააა??
ქართულ საქმეში ჩაეთვლება და ასე შეიძლება ხალხის გულებიც კი მოიგოს ..
მაგარამ არააააა ........................ არ გამოვა ამისგან სალამური................ არა., კრიჟანკია კრიჟანკი ............... ჩოილარია ჩოილარი ....
დინამოს საყიდელ ფულს ეგ 6 თვეში აკეთებს
არადა ვერ ვივიწყებ მაგის ნათქვამს ----------------- ბიზნესი 50 დოლარით დავიწყეო..............
მა მტყუნის??
შშშშშშშშშშშშშშშშშშშშშათლახი
1 წლის უკან