პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად ტელეკომპანია "კავკასია"-ს 19 წლის იუბილე მიულოცა. საზეიმო მიღება დღეს არტ კაფე "ბეთ - ჰაიმში" გაიმართა. პრემიერმა ტელეკომპანიას წარმატებები უსურვა და "თბილისის ჰამქრის" მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენა დაათვალიერა.